რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინის კონტრშეტევა "მარცხს" ჰგავს და "სიტუაცია არ შეიცვლება".
"ახლა, უკრაინის შეიარაღებული ძალების 2023 წლის კონტრშეტევა მარცხს ჰგავს. ვიმედოვნებ, სიტუაცია არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს ასე გამოიყურება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ - იმედია, ასე გაგრძელდება", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყებიდან ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამასთან, მალიარმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს.